Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

დაპირისპირება ახმეტაში-დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი

86

ახმეტაში 38 წლის მამაკაცი დაჭრეს, მას სამი ტყვია ესროლეს, რის შემდეგაც, სხეულზე მსუბუქი დაზიანება მიიღო,ასევე მსუბუქადაა დაშავებული თავის არეშიც.

დაჭრილი სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა სადაც მას სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.

ახმეტაში ვარაუდობენ, რომ მას დაპირისპირება კრიმინალური წარსულის მქონე პირთან მოუხდა, რომელთანაც წლების მანძილზე დაძაბული ურთიერთობა აქვს.

ადგილზე პოლიცია იმყოფება და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო,რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი