კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ახმეტაში დაჭრის ფაქტზე 32 წლის მამაკაცი დააკავეს

ახმეტაში მომხდარი დაჭრის ფაქტზე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 32 წლის მამაკაცი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 38 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სავარაუდო ბრალდებული, სამართალდამცავებმა ახმეტაში დააკავეს და დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შეგახსენებთ, შემთხვევა 26 აპრილის ღამეს ახმეტაში მოხდა.

დაჭრილი ახალგაზრდა, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს. ექიმების განმარტებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button