მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია პარლამენტში მუშაობას იწყებს

შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია დღეს პარლამენტში შევა. მათ შორის არიან „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩის“ წარმომადგენლები. ასევე „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ ბლოკის და პარტია „ევროპული საქართველოს“ სიებით არჩეული ცალკეული დეპუტატები.
პარლამენტში ოპოზიციის შესვლის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გამოსცეს გიორგი რურუას შეწყალების აქტი.
მიმდინარე კვირაში იგეგმება ამნისტიის პროექტის დარეგისტრირებაც
პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა დანიშნული.