Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კვარაცხელია იუვენტუსში მხოლოდ ერთ შემთხვევაში გადავა

92

იტალიური პრესა ხვიჩა კვარაცხელიას იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერზე ინტენსიურად ალაპარაკდა.

Gazetta delo sport – ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი გარემარბის ხელში ჩასაგდებ ბრძოლაში იტალიური იუვენტუსი დაწინაურდა.

ის მზადაა, ხვიჩას სატრანსფერო ფასს 20 მლნ. ევროს ცოტა კიდევ დაამატოს და კვარაცხელია თავის კლუბში იხილოს. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბებერი ქალბატონი ჩემპიონთა ლიგაზე გავა. ამ კონკრეტული ეტაპისთვის იუვე სერია A- ში მეხუთე ადგილზეა და შესაძლებელია ევროპული კლუბების ტურნირის გარეშე დარჩეს.

ყაზანის რუბინის ფეხბურთელისგან იუვენტუსს უკვე აქვს თანხმობა, რაც იტალიური ფეხბურთის საზოგადოებისთვის სასიხარულო სიახლეა.

იმ შემთხვევაში, თუ კლუბსა და ფეხბურთელს შორის კოლაბორაცია შედგება, ხვიჩა კვარაცხელია იქნება პირველი ქართველი ისტორიაში, რომელიც ტურინის იუვენტუსის ღირსებას დაიცავს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი