სპორტი

„თელავი“ მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

„თელავის“ საფეხბურთო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა რევაზ გოცირიძემ კლუბიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.

ინფორმაციას კლუბის პრესსამსახურიც ადასტურებს და ამბობს, რომ რევაზ გოცირიძეს დაემშვიდობა და ახალი დამრიგებლის ძებნის პროცესშია.

გუნდის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის აწ უკვე მთავარ მწვრთნელს გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებულ კარიერას უსურვებს.

40 წლის რევაზ გოცირიძე კლუბ „თელავს’ სათავეში 2019 წელს ჩაუდგა. მისი დებიუტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რაც ეროვნულ ლიგაში მისი აღზევებით გამოიხატა.

ლიგაზე „თელავმა“ საკმაოდ დამაჯერებელი და ღირსეული სტარტი აჩვენა, თუმცა მიმდინარე სეზონზე დიდი ჩავარდნა ქონდა. 10 ტურის შემდეგ ის მხოლოდ მე-9 ადგილზეა, რამაც გუნდიდან თავკაცის წასვლა გამოიწვია.

იქამდე, სანამ კლუბი ახალ დამრიგებელს იპოვნის, გოცირიძის დროებით შემცვლელად 35 წლის ბესიკ აბულაძე დაინიშნა. ის ამ დრომდე მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა.

ეროვნულ ლიგაზე უახლოეს შეხვედრას თელავი ხვალ, 28 მარტს გამართავს. კახური გუნდი მე-11 ტურის მატჩში თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button