სპორტი

პოლონურ კლუბებში დიდი გადაადგილებაა: „ლეგია’ კვეკვესკირს იმატებს და გვილიას უშვებს?!

პოლონური მედია ახალ ამბავს ავრცელებს. ვარშავის „ლეგია“ სატრანსფერო სეზონზე გააქტიურებას და კლუბის გაძლიერებას გეგმავს. გუნდის ადმინისტრაციამ თვალი საქართველოს ნაკრების და პოზნანის „ლეხის“ ნახევარმცველს, ნიკა კვვკვსკირს დაადგა.

კვკვესკირი „ლეხში“ ყაზახური „ტობოლიდან“ გადავიდა, სადაც ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავასთან ერთად ლიდერის პოზიციას იკავბდა.

„ლეგიაში“ ამჟამად კიდევ ერთი ქართველი, ვაკო გვილია თამაშობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გვილიამ შესაძლოა გუნდი დატოვოს.

პოლონურ გრანდში ის ახლა მაინცდამაინც კარგ სეზონს ვერ აჩვენებს.

ასე, რომ დაველოდოთ: პოლონეთის ჩემპიონატში ქართველების დიდი როტაცია იგეგმება.

მსგავსი პოსტები

Back to top button