Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ფლიკი ბაიერნს ემშვიდობება. მომავალ სეზონზე კლუბს იულიან ნაგელსმანი ჩაიბარებს

31

მიუხენის ბაიერნის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა უკვე დაადასტურა, რომ მომავალი სეზონიდან რეკორდმაისტერს იულიან ნაგელსმანი გაწვრთნის.

33 წლის წარმოშობით ბავარიელი სპეციალისტი ხელშეკრულებას კლუბთან 2021 წლის 1 ივლისს გააფორმებს. ნაგელსმანი „ლაიფციგიდან’ გადმოვა და მისი კონტრაქტი 2026 წლამდე იქნება გათვლილი.

რაც შეეხება ამჟამინდელ თავკავს, ჰანს ფლიკს, მიუნხენურ გრანდში მისი ეპოქა სულ რაღაც 3 თამაშის შემდეგ დასრულდება.

ჩემპიონთა ლიგა, გერმანიის ჩემპიონობა, გერმანიის თასი, ორი სუპერთასი, ტრიუმფი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე – ფლიკმა ბაიერნთან ერთად მოკლე დროში ბევრი ტიტულის მოგება მოასწრო.

მიუნხენელები მადლიერების გრძნობით ემშვიდობებიან ლეგენდარულ ტრენერს. საფუძვლიანი ვარაუდით ის გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი