Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს შესარჩევი ციკლის მატჩებს ბათუმში გამართავს

73

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპონატის შესარჩევ ეტაპზე კიდევ 3 მატჩი აქვს ჩასატარებელი.

საშინაო შეხვედრები ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება, რომელიც 2020 წელს გაიხსნა და უეფას მე_4 კატეგორიას გაბნეკუთვნება. არენა 20 000 გულშემატკივარს იტევს. ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

საკვალიფიაციო ციკლის განრიგის თანახმად ვილი სანიოლის გაწვრთნილები მიმდინარე წლის 2 სექტემბერს,_კოსოვოს; 9 ოქტომბერს,_საბერძნეთს, ხოლო 11 ნოემბერს შვედეთს უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ეროვნულ ნაკრებს 3 მატჩის ჯამში 1 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლოსწინა, მე_4 ადგილზე იმყოფება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი