ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში 29 აპრილს ევროპის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება.
პროცეურაში მონაწილეობას ევროპის 24 უძლიერესი საკალათბურთო ნაკრები მიიღებს. აღსანიშნავია, რომ საქართველო მეოთხე კალათშია და მის ჯგუფში ამ დროისთვის არიან გერმანიის, უკრაინის და ფინეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრებები. როგორც ცნობილია, საქართველოს შესაბამისი სპორტის სახეობის ფედერაციამ პარტნიორ ნაკრებად თურქეთი დაასახელა.
გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყნის მსგავსად ჩეხეთი და იტალია ტურნირის თანამასპინძლები არიან და ლიეტუამ გერმანიაში თამაში ირჩია, გამოდის, მეორე კალათიდან საქართველოს ნარების მეტოქე რუსეთი იქნება. ეს კი მეტად საინტერესო დაპირისპირების წინაპირობაა.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 2022 წლის 1_18 სექტემბერს 4 ქალაქში: კიოლნი (გერმანია), მილანი (იტალია), პრაღა (ჩეხეთი) და თბილისი (საქართველო ) ჩატარდება.