კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

საფრანგეთში დაკავებულთა შორის პანკისელები არიან

საფრანგეთში ტერორიზმის სავარაუდო კავშირისთვის დაკავებული პირები, პანკისის ხეობის სოფელ დუისიდან არიან.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული გია ქავთარაშვილი, ხეობის უხუცესის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ზაურ გუმაშვილის ძმისშვილის ქმარია. ქავთარაშვილის ახლო ნათესავები, გუმაშვილები, პანკისის ხეობაში ცნობილი, გვარია.

მათი ერთ- ერთი წარმომადგენლის, ქისტი პოეტისა და უხუცესთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარის, სულეიმან გუმაშვილის 21 წლის შვილიშვილი, 2016 წელს სირიაში დაიღუპა.” ისლამურ სახელმწიფოში” წასვლის დროს, ის სკოლის მოსწავლე იყო.

შვილის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ სირიაში მამამისი, ” ისლამური სახელმწიფოს” ყოფილ ლიდერთან, თარხან ბათირაშვილთან დაახლოებული, ადამ გუმაშვილიც გარდაიცვალა, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის ერთ- ერთი ხელმძღვანელი იყო.

ქავთარაშვილის ოჯახი პანკისის ხეობიდან გროზნოში დიდი ხნის წინ, იმ დროს წავიდა, როცა თავად გია ქავთარაშვილი არასრულწლოვანი იყო. ქავთარაშვილს ოთხი შვილი ჰყავს, რომელთაგან ორი არასრულწლოვანია.

ტერორიზმთან სავარაუდო კავშირისათვის მეორე დაკავებულს, ალაუდინ გაურგაშვილს, ხეობაში დადებითად ახასიათებენ.

” კარგად ხანია საფრანგეთშია. განათლებული და შრომისმოყვარე ახალგაზრდა იყო. აქ, ხადორის მშენებლობაზეც მუშაობდა და ჩინეთშიც იყო კვალიფიკაციის ასამაღლებლად. 25 წლიანი ლოდინის შემდეგ რომ სამი ტყუპი შეეძინა, იმ გაურგაშვილების ოჯახიდანაა. ძალიან კარგი ხალხია და რა მოხდა საფრანგეთში, რას საქმიანობდა, არ ვიცი”- თქვა ერთ- ერთმა დუისელმა.

ქავთარაშვილის და გაურგაშვილის ოჯახის წევრებს, ჯერჯერობით, მედიასთან საუბარი არ სურთ.

შეგახსენებთ, საფრანგეთში, პარიზსა და ლიონში, სამართალდამცავებმა ორი სპეცოპერაცია ჩაატარეს.
ოპერაციის შედეგად, დააკავებულია ჯგუფი, რომელიც სავარაუდოდ, ტერორისტებს აფინანსებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button