კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა.
შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით, ქალი სასწრაფო – სამედიცინო დახმარების მისვლამდე , ადგილზე გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავებულია 20 წლამდე ასაკის გოგონაც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის მალევე იპოვა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button