Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

სიტიმ პსჟ-ს პირველი ნახევაფინალი მოუგო

61

მანჩესტერ-სიტი ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვდრაში პარი სენ_ჟერმენს დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 სძლია.

პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. მატჩის მე_15 წუთზე მარკინიოსმა ანგარიში გახსნა და ტაიმიც ასევე დასრულდა.

მეორე ტაიმში ორივე გუნდმა თამაში გაათანაბრა. სიტი მაინც სუსტად გამოიყურებოდა, საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდა და ანგარიშის გათანაბრებაც კურიოზულად მოუწია.

64- წუთზე გატანილი გოლი დე ბრუინის ანგარიშზეა.

ქალაქელები გათამამდნენ და სულ რაღაც 4 წუთში მარეზიმ საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.

პარკ დე პრენსის სტადიონზე მდგომარეობა დაიძაბა. მატჩის 77-ე წუთზე მსაჯმა უხეშობისთვის პარი სენ-ჟერმენის ნახევარმცველი გეიე წითელი ბარათით გააძევა.

ეს გუნდები ამ დრომდე ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდნენ. 2-ჯერ ფრე ითამაშეს და ორჯერ სიტიმ მოიგო.

მეხუთე, გადამწყვეტი შეხვედრა მიმდინარე წლის 4 მაისს გაიმართება. სიტის და პსჟ-ს შორის გამარჯვებულს და ფინალის საგზურის ადრესატს „ეტიჰადის“ სტადიონზე, განმეორებითი მატჩი გამოავლენს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი