სპორტი

ბექა საღინაძემ და დავით ნინიაშვილმა „ლიონთან“ 3 წლიან კონტრაქტი გააფორმეს

საფრანგეთის ერთერთმა ფავორიტმა სარაგბო კლუბმა „ლიონმა’ საქართველოს ნაკრების მორაგბეებთან ბექა საღინაძესთან და დავით ნინიაშვილთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირრიი ავრცელებს.

22 წლის საღინაძე საფრანგეთის მეორე დივიზიონის კლუბ „ორიაკის“ღირსებას 2018 წლიდან იცავდა. წლევანდელ სეზონში ის გუნდის ლიდერი იყო. მან 13 თამაშში ერთი ლელოს დადება მოახერხა.

18 წლის დავით ნინიაშვილი სარაგბო კლუბ „ხვამლის“ აღზრდილია. ნაკრებში დებიუტი მას „შემოდგომის ერთა თასზე“ ქონდა.

საღინაძემ „ლიონთან“ სრულ კონტრაქტს მოაწერა ხელი.რაც შეეხება ნინიაშვილს, ის თავიდან 23 წლამდელთა გუნდში ჩაირიცხება. მიუხედავად ამისა, ვარჯიშების დიდ ნაწილს მთავარ გუნდთან ერთად ჩაატარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button