მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“შეზუდვები ვერ შემცირდება, როცა მოსახლეობის 2 %-ია აცრილი”

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რეგულაციების შემსუბუქებაზე საუბარი ვერ იქნება მაშინ, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 2%-ია აცრილი.

ცერცვაძე ამბობს, რომ შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 30% მაინც აიცრება და პირბადის მაჩვენებელი 95% იქნება.

“ახლა 2% გვყავს აცრილი მოსახლეობის და 2% ვერანაირ შეზღუდვებს ვერ შეამცირებს. როცა 30%-ზე მაინც ავალთ, მერე ვილაპარაკოთ. ყველანაირი შეზღუდვა მოიხსნება, ყველაზე ბოლოს კომენდანტის საათი დარჩება და ისიც ალბათ შემსუბუქდება, დაპატარავდება კომენდანტის საათის ინტერვალი. თუ იქნება მასობრივი ვაქცინაცია და მინისტრმა ბრძანა, რომ თუ პირბადეების ხმარება იქნება 90-95%, თუ ეს ყველაფერი შესრულდება და მთავრობამ მაინც არ მოხსნა შეზღუდვები, მერე შეგიძლიათ წაუყენოთ პრეტენზიები მთავრობას, მაგრამ ჯერ პირობები უნდა შესრულდეს და მერე ვილაპარაკოთ შეზღუდვებზე”, – ამბობს ცერცვაძე.

მისივე თქმით, ვაქცინაცია პირდაპირაა დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნასთან.

“ახლა ძალიან რომ გვშურს ისრაელის და რომ წერენ, აი, ასეთი უნდა ქვეყანა და ასეთი მთავრობაო. იმას კი არ წერენ, რომ მთავრობა კი არ უნდა ასეთი, ხალხი უნდა ასეთი, შეგნება უნდა ასეთი, ისრაელს სამი თვის წინ ჩვენზე გაცილებით უარესი მდგომარეობა ჰქონდა”, – ამბობს ცერცვაძე.

წაიკითხეთ ასევე:

ვაქცინაცია 46,405 საქართველოს მოაქლაქეს სურს

 

მსგავსი პოსტები

Back to top button