მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მესტიაში სტიქიურ პროცესებს უწყვეტ რეჟიმში დააკვირდებიან

მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჟაბეშის ტერიტორიაზე,სამუშაო შტაბი შეიქმნა. უკიდურესად გართულებული გეოდინამიკური პროცესებიდან გამომდინარე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად განთავსდა საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მოხდება სტიქიური პროცესების მეთვალყურეობა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია კი ადგილობრივ მოსახლეობას უზრუნველყოფს საჭირო მედიკამენტებით და პირველადი საჭიროების ნივთებით.

სტიქიის საპრევენციო სამუშაოებს ამ დროისთვის კომპანია “ლიდერი პლიუსი”, ორი ერთეული მძიმე ტექნიკით ახორციელებს. უახლოეს საათებში კი დაემატება ორი ერთეული ტექნიკა.

შეგახსენებთ,სოფელ ჟაბეჟში მეწყრულმა პროცესებმა ღელეს ადიდება გამოიწვია და რამდენიმე ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა. დაზიანდა სოფლის გზები და ხიდები.

მსგავსი პოსტები

Back to top button