კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მდინარე ალაზანში 56 წლის მამაკაცი დაიხრჩო

56 წლის მამაკაცი დაიხრჩო მდინარე ალაზანში. შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი საქონელს მწყემსავდა და მდინარეში ცხენით ცდილობდა გასვლას.
მდინარის გადალახვის მცდელობისას, ის ძლიერმა დინებამ გაიტაცა და ცხენთან ერთად წაიღო.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულმა სამაშველო ჯგუფებმა, თავდაპირველად ცხენს, შემდეგ კი მამაკაცის ცხედარსაც მიაგნეს.

ადგილზე პოლიცია და ექსპერტები იმყოფებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button