მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სროლა საოკუპაციო ხაზთან-დაჭრილია მამა-შვილი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ახალაბასთუმანთან, წუხელ გვიან ღამით შსს-ს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სავარაუდოდ მამა-შვილი დაჭრეს.

თვითმხილველების ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა დაჭრილს ოკუპირებული აფხაზეთიდან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კონტრაბანდული, უაქციზო სიგარეტი გადმოჰქონდა.

ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელების მოთხოვნას და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ, რა დროსაც პოლიციელებმა გაისროლეს.

დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა,შემდეგ მისი რეფერირება ქუთაისში მოხდა.

მას სასწრაფო, გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

შსს-ში კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button