მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

” გურჯაანის ნაყინს”ჰიგიენური ნორმების დარღვევაში ადანაშაულებენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მცხოვრები მოქალაქე კომპანია ” გურჯაანის ნაყინს” პროდუქციის წარმოების დროს ჰიგიენური ნორმების დარღვევაში ადამაშაულებს.

თამუნა მაისურაძე ირწმუნება, რომ უბნის ერთ-ერთ მაღაზიაში, ბავშვისთვის შეძენილ ნაყინში, მინის და რეზინის ნარჩენები იპოვა.

ფაქტის დამადასტურებელი ფოტოები, მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და პროდუქციის მწარმოებელ ,” გურჯაანის ნაყინს” რეაგირებისკენ მოუწოდა.

,,ეს ნაყინი წინანდალში უბნის მაღაზიაში ვიყიდეთ, ბავშვი ნაყინს ჭამდა და შევამჩნიე მინის ნატეხი ედო პირში. ძალიან მცირე ზომის ბასრი წვეტიანი შუშებიც იყო და ასევე, რეზინის ნარჩენი. ძალიან შემეშინდა რომ ბავშვს არ ჩაეყლაპა. მაღაზიაშიც ვაჩვენეთ სადაც ნაყინი ვიყიდეთ და იქვე დავუტოვეთ, რომ დისტრიბუტორებისთვის ეჩვენებინა. უნდა დავიცვათ ჩვენი პატარები, ნაყინი ბავშვების საყვარელი საჭმელია”, ამბობს თამუნა მაისურაძე.

,,გურჯაანის ნაყინის” ხელმძღვანელი, გურამ ბერიკაშვილის განმარტებით, კომპანია ნაყინს სრული წესების დაცვით აწარმოებს და პროდუქტის დაბინძურება შეუძლებელია.

“ამ ფაქტზე რეაგირებას დღესვე მოვახდენთ. წავალ და პირადად გავეცნობი აღნიშნულ სიტუაციას– განაცხადა ბერიკაშვილმა.

კომპანია ” გურჯაანის ნაყინი” ერთ- ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და მისი პროდუქცია, მთელს საქართველოში იყიდება.

კომპანიას ნაყინის წარმოების 50 წლიანი ისტორია აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button