მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

სასაფლაოზე დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის ჯარიმა 2 000 ლარია

სასაფლაოზე დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის მოქალაქეები 2 000 ლარით დაჯარიმდებიან, ამის შესახებ შსს-ში აცხადებენ.

“2 მაისიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს გააკონტროლებს. შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსებნებთ,2-4 მაისის ჩათვლით საფლავებზე გასვლა საქართველოს მასშტაბით სრულად იკრძალება. გამონაკლისი არცერთ ტერიტორიულ ერთეულზე არ დაიშვება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„როგორც არაერთხელ უკვე აღინიშნა, ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც იღებს საკოორდინაციო საბჭო, უპირველეს ყოვლისა განპირობებულია ეპიდემიოლოგიური ვითარებით და არსებული რისკებით, რომელიც ამა თუ იმ ღონისძიებას შეიძლება ახლდეს თან. შესაბამისად, სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა წელსაც, იგივენაირად, როგორც ეს შარშან იყო აკრძალული. აკრძალვა ეხება 2 დან 4 მაისის ჩათვლით პერიოდს და არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით. ეს აკრძალვა ეხება სრულიად საქართველოს“, – განაცხადეს საკოორდინაციო საბჭოში.

4 მაისის შემდეგ დღეებში კი ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს და მოქალაქეებს შეეძლებათ გავიდნენ საფლავზე.
აღდგომის ღამეს კომენდანტის საათი 3 საათით შემცირდება და იგი 23:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე იმოქმედებს.

მთავრობამ 4- 11 მაისის ჩათვლით უქმეები გამოაცხადა. 3-12 მაისის პერიოდში ჩერდება მუნიციპალური ტრანსპორტი, ასევე ძალაში რჩება კომენდანტის საათი.

მსგავსი პოსტები

Back to top button