Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

გვექნება კონსენსუსზე დაფუძნებული ამნისტიის პროექტი-ნინო წილოსანი

51

ამნისტიის კანონპროექტზე მსჯელობა პარლამენტში მიმდინარე კვირას გაგრძელდება. უმრავლესობა მიიჩნევს რომ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეთანხმება აუცილებლად მოხდება.

“ინიცირებული ორი კანონპროექტი, რომელიც ამნისტიას შეეხება, გავა ბიუროს პირველივე სხდომაზე, როდესაც დავუბრუნდებით საპარლამენტო მუშაობას. შემდგომ, გადანაწილდება კომიტეტებზე, დაიწყება საკომიტეტო და სასესიო მოსმენები. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, რეალურად, არის შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოსაზრებები დაუახლოვდეს ერთმანეთს, მით უფრო, როდესაც ვხედავთ, რომ შეთანხმების დოკუმენტი ძალიან მკაფიო ჩანაწერს გვაძლევს როგორც ამნისტიის მიზანზე, ასევე, მის შინაარსზე. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში, გვექნება კონსენსუსზე დაფუძნებული ამნისტიის პროექტი,”-აცხადებს “ოცნების” წევრი ნინო წილოსანი.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი 2 ამნისტიის კანონპროექტი დაარეგისტრირა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი