Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მელიას ადვოკატები ევროკავშირის შეთავაზებულ დოკუმენტს გადასცემენ

72

ციხეში მყოფ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ხვალ ადვოკატები შეხვდებიან. ისინი მელიას ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შესახებ დოკუმენტს შეუტანენ.

თუ აღნიშნულ დოკუმენტს ნიკა მელია ხელს მოაწერს,სამართლებრივი პროცედურების შემდეგ ის საპატიმროს მალევე დატოვებს.

შეგახსებნებთ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია პოლიციამ 23 თებერვალს, სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა. პოლიციელები იმ ოთახში, სადაც მელია იმყოფებოდა, ძალადობრივად შეიჭრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი და ენმ-ის თავმჯდომარე ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი