სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენის ტურნირი სეტის წაუგებლად მოიგო

ქართველმა ჩოგბურთელმა თავის კარიერაში მნიშვნელოვანი მეხუთე ტურნირი მოიგო. მიუნხენის პირველობის ფინალში ის გერმანელ იან_ლენარდ შტრუფს შეხვდა და 2 სეტში დაამარცხა მასპინძელი მეტოქე.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე მათი ურთიერთშეხვედრების ბალანსი ნიკას უარყოფითი მაჩვენებლით 4:3 _ ზე იყო, ახლა კი გათანაბრდა. მიუნხენის ფინალი წვიმის გამო ცოტა ხნით შეჩერდა, თუმცა საბოლოოდ მაინც შედგა და საათი და 28 წუთი გაგრძელდა. ამ წარმატებით ბასილაშვილმა 1850 ქულა მოაგროვა და ლაივ_რეიტინგში 4 საფეხურით წინ წაიწია.

ამ დროისთვის 29 წლის ქართველი მსოფლიოს 31_ე ჩოგბურთელად ითვლება. რაც შეეხება ტურნირის საპრიზო ფონდს, ბასილაშვილმა 481 270 ევრო გამოიმუშავა. მომდევნო ტურნირი, სადაც ქართველი ჩოგანი ითამაშებს, _ მადრიდის მატერსია. იქ კი პირველ ნომრად რაფაელ ნადალი იქნება განთესილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button