Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

გოგიტა არქანიას ოქროს მედალი ლისაბონში და ტოკიოს ოლიმპიადის მე-13 ლიცენზირებული ქართველი

52

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულ წარმომადგენლობით ტურნირზე კარატეში გოგიტა არქანიამ ოქროს მედალი მოიპოვა.

არქანიამ ამ გამარჯვებით ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიაც გაინაღდა.

მან ფინალამდე უნგრელ დანიელ მოლნარს, ესპანელ მარკოსს, ფრანგ მენდი ფილალს და ირანელ საჯად განჯზადენს სძლია. გოგიტამ ფინალში აზერბაიჯანელ ასიმან გურბანლის აჯობა და პირველი ადგილი დაისაკუთრა.

გოგიტა არქანია მე-13 ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

ამ დროისთვის ტოკიო-2020-ის საგზურების მფლობელები არიან: ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), სახილ ალახვერდოვი (კრივი), გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა,), ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა,), გიორგი მელია, რამაზ ზოიძე და ლაშა გობაძე, იაკობ ქაჯაია (ოთხივე ბერძნულ -რომაული ჭიდაობა); ავთანდილ კენჭაძე, ელიზბარ ოდიკაძე და გენო პეტრიაშვილი (სამივე თავისუფალი ჭიდაობა.) და ასევე, მოფარიკავე სანდრო ბაზაძე.

სპორტული შედეგების მიხედვით, ახლო მომავალში ქართველ ოლიმპიურ ლიცენზიანტთა რიგებს შეუერთდებიან ძალოსნობის, ძიუდოს, ჩოგბურთის, ტანვარჯიშისა და კიდევ რამდენიმე სპორტის სახეობის წარმომადგენლები.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი