Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

გიორგი მამარდაშვილი – ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ზაფხულის ტრანსფერზე

68

სატრანსფერო სეზონის წინ ცნობილმა საიტმა transfermarkt-მა სპორტსმენების გასაყიდი განახლებული ფასები გამოაქვეყნა.

ინფორმაციის თანახმად, ეროვნული ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელთაგან ყველაზე ძვირადღირებული გიორგი მამარდაშვილი იქნება.

იქმდე, სანამ ვებ-გვერდი ინფორმაციას განაახლებდა, მამარდაშვილს მისივე თანაგუნდელი მცველი, გურამ კაშია უსწრებდა.

„ლოკომოტივის“ მეკარის ფასი ამ დრომდე ნახევარი მილიონი ევრო იყო. ახლა კი მისმა ფასმა 300 000 -ით მოიმატა და უკვე 800 000 ევრო შეადგინა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი