Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კვარაცხელია აპრილის თვის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა

74

რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში, 3 აპრილს ყაზანის „რუბინის“ და „სოჭის“ შეხვედრაში კვარაცხელიას მიერ გატანილი მატჩის ერთადერთი გოლი სპეციალისტებმა საუკეთესოდ შეაფასეს.

გამორჩეულ გოლებს გულშემატკივრები პრემიერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აძლევენ ხმას. კენჭისყრაში ამ დროისთვის 24-დან 27-ე ტურში გატანილი გოლები შევიდა.

გამარჯვებულს გულშემატკივარის გარდა, პრემიერლიგისა და Match Premier-ის სატელევიზიო არხის ექსპერტებიც ავლენენ.

ეფექტურად შესრულებული გოლების ავტორების სიაში კვარაცხელიას გარდა,კიდევ ერთი ქართველი, რუსეთის მოქალაქე და გროზნოს „ახმატის“ შემტევი ფეხბურთელი, გიორგი მელქაძე მოხვდა. მელქაძემ, 26-ე ტურში, „ხიმკის“ მეკარეს „მაკრატელათი“ გაუტანა გოლი, რომელმაც ესპერტების და გულშემატკივარის დიდი მოწონება და მაღალი შეფასება დიმსახურა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი