Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ავტოსაგზაო შემთხვევა გომბორზე მსხვერპლით დასრულდა

109

ორი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას, გომბორის უღელტეხილზე.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობოლი და მოტოციკლი შეეჯახა.

ძლიერი შეჯახების შედეგად, ორი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.
დაშავებულების შორის, ერთი, არასრულწლოვანია.

წინასწარი ინფორმაციით , ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე,მიმდინარეობს გამოძიება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი