Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ამირან გამყრელიძე დღეს “სინოფარმით” აიცრება

49

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე დღეს ჩინური ვაქცინით, “სინოფარმით” აიცრება. გამყრელიძე ვაქცინას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთებს.

შეგახსენებთ, ჩინური ვაქცინით აცრა საქართველოში დღეიდან იწყება.

ეპიდემიოლოგების განმარტებით„სინოფარმი“ ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული ვაქცინაა. ხოლო მისი ეფექტიანობა 80 პროცენტია.

ქვეყნის მასშტაბით, ჩინური ვაქცინის მისაღებად, რეგისტრირებულია 15 325 ადამიანი.

სინოფარმს ამ დრომდე არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული ავტორიზაცია

შეგახსენებთ, საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი