სპორტი

ევროპალიგის ფინალისთვის უეფამ ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ევროპალიგის ფინალურ მატჩს, რომელიც 26 მაისს პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართება,_ უეფამ გულშემატკივარი დაუშვა. პოლონეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად მიმართა ევროპული ფეხბურთის ფედერაციას და აუხსნა, რომ სტადიონზე 25 პროცენტი ადგილის შევსება შესაძლებელი იყო.

ფედერაცია დათანხმდა და მომავალ ფინალურ მატჩს 9500 ადამიანი დაესწრება.

ბილეთების ყიდვა შესაძლებელია 7 მაისამდე და თითო ადამიანი 2 ბილეთზე მეტის შეძენას ვერ შეძლებს. საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთის ღირებულება კი 40 დან 130 ევრომდე მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონზე კოვიდპანდემიის გამო ტურნირის ყველა შეხვედრა უმაყურებლოდ გაიმართა. ფინალში კი ერთმანეთს “არსენალი” -“ვილეარეალისა” და “მანჩესტერ იუნაიტედი”_ “რომას” წყვილში გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button