Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

გიორგი ბერიძე უნგრეთის თასის მფლობელია

37

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის ცენტრლურ სტადიონ “პუშკაშ არენაზე” ქვეყნის ფანალურ შეხვედრაში ერთმანეთს ბერიძის “უიპეშტი” და ბუდუ ზივზივაძის “ფეჰერვარი” დაუპირისპირდნენ.

ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იდგა. მატჩის ძირითადი დრო უგოლო ყაიმით დასრულდა.

დამატებით დროში, 114_ე წუთზე ბერიძე შეცვალა მწვრთნელმა, ზივზივაძემ კი ბოლომდე ითამაშა .”ფეჰერვარი”-დან მატჩის არბიტრმა 2 ფეხბურთელი გააძევა მოედნიდან და კაცნაკლულ გუნდს წინააღმდეგობის გაწევა ძალიან გაუჭირდა. 101_ე წუთზე ლირიმ კასტრატის ერთადერთმა გოლმა “უიპეშტს” გამარჯვება მოუტანა.

მიმდინარე სეზონის თასზე ბერიძის ანგარიშზე _6 ხოლო ზივზივაძის აქტივში 3 გოლი ჩაიწერა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი