Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

შესაბამისი ინფრასტრუქტურის უქონლობის გამო ახმეტაში ვაქცინაცია ვერ იწყება

80

კახეთის რეგიონში, “სინოფარმით” ვაქცინაცია მხოლოდ ახმეტის მუნიციპალიტეტში ვერ დაიწყება. მიზეზი, შესაბამისი ინფრასტრუქტურის უქონლობაა, რომელიც საავადმყოფოში ჯერ მოწყობილი არ არის.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ახმეტაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

” სინოფარმით ვაქცინაცია ყველგან დაიწყო, ახმეტის გარდა, რადგან იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ვაქცინაციაზე აქტიურობა კახეთში საკმაოდ მაღალია, მაგალითად, თელავში, საგარეჯოსა და გურჯაანში, ყველა ადგილი შევსებულია. 13 საათისათვის უკვე 29 ადამიანი იყო აცრილი და არცერთი გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა.ვაქცინა ერთდოზიანია, ამიტომ ერთმანეთის ლოდინი აცრის მსურველებს არ უწევთ”- განაცხადა ხიზანიშვილმა.

კახეთში ვაქცინაცია დილის ათი საათიდან დაიწყო. ვაქცინაციაში მონაწილეობის მსურველთა შესაბამის პორტალზე, თელავის, საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ადგილები 26 მაისამდეა შევსებული.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი