კახეთში არარეგისტრირებული სახერხი და ხის მასალა აღმოაჩინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა არარეგისტრირებული სახერხი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შახვეტილაში გამოავლინეს. რომელიც ერთ- ერთ ადგილობრივს საცხოვრებელ სახლში ჰქონდა დამონტაჟებული.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ამავე მოქალაქის კუთვნილ ტერიტორიაზე, უკანონოდ მოპოვებული ფიცარი და მორიც აღმოაჩინეს.
” სახერხი იყო უკანონო. ასევე კანონდარღვევითაა მოპოვებული დაახლოებით 1 კუბური მეტრი წიფლის სახეობის ფიცარი და დაუფირნიშებელი 36 ერთეული მორი, აქედან მათგან 28 ერთეული მორი სახერხის ტერიტორიაზე იყო შეტანილი, , 8 ერთეული კი – მანქანის ძარაზე ჰქონდათ დატვირთული”- განაცხადეს დეპარტამენტში.
უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე და სახერხი დანადგარი ამჟამად დალუქულია.
ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები პროკურატურაშია გადაგზავნილი.