Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კორონავირუსს რუხში 5 პაციენტი ემსხვერპლა

99

რუხის კოვიდ კლინიკაში ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსს ემსხვერპლა ზუგდიდის ორი მცხოვრები, 93 წლის და 75 წლის ქალი.

ვირუსით გარდაიცვალა სენაკის ორი მკვიდრი, 98 წლის ქალი და 45 წლის მამაკაცი.

კორონავირუსმა იმსხვერპლა ხობის მცხოვრები, 74 წლის ქალიც.

რეგიონში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევაა. სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში 265 პაციენტი მკურნალობს. აქედან 15-ის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში 142 კოვიდ პაციენტი რჩება. მათ შორის მძიმეა 15-ის მდგომარეობა.

ფოთის კლინიკაში კი 39 ინფიცირებული მკურნალობს. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 24 პაციენტია მოთავსებული. სენაკის ლაზიკა მედიში კი 60.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 45 პაციენტი. რეგიონის მასშტაბით საკარანტიმე სივრცეში 14 პირი იმყოფება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი