მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პოლონეთში დაკარგული ქართველი ემიგრანტი ნაპოვნია

აფხაზეთიდან დევნილი 41 წლის პაატა ჩიქობავა ნაპოვნია. ინფორმაციას რადიო თბილისთან საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

“ვადასტურებთ,რომ აღნიშნული პიროვნება არის ნაპოვნი. არსებული ინფორმაციით, იგი დააკავეს პოლონელმა სამართლადამცავებმა კანონდარღვევაზე.”,-განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ახლობლის ინფორმაციით, მას საბუთები არ ჰქონდა წესრიგში. იგი პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქში 2019 წლიდან ცხოვრობდა და ტაქსის მძღოლად მუშაობდა.

მეუღლე ირინა შამუგია,რომელიც შვილთან ერთად პოლონეთში ცხოვრობს,არ გამორიცხავს, რომ მისი ქმარი დეპორტირებულთა სიაშია.

“მის სამუშაო ვიზას დრო ჰქონდა გასული. შეიძლება დეპორტაციაში მოჰყვა. პოლიციამ უკვე გამომკითხა. რომ დაეჭირათ,კომუნიკაციის საშუალებას მისცემდნენ. მას ამ ხნის მანძილზე არავისთან ჰქონია ცუდი ურთიერთობა.”,-ამბობს მეუღლე.

პაატა ჩიქობავა, ბოლოს ახლობლებს 18 აპრილს ესაუბრა და მას შემდეგ მასთან კომუნიკაცია ვერ ხერხდებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button