Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

10 წლის შემდეგ, მანჩესტერ_სიტი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია

42

პირველი ნახევარფინალური შეხვედრის წაგების შემდეგ პსჟ ისედაც ცუდად გამოიყურებოდა, რასაც მბაპეს ტრამვა დაემატა და პარიზულმა კლუბმა საპასუხო მატჩი სიტისთან 0:2 დათმო.

გვარდიოლას გუნდმა 10 წლის შემდეგ ფინალის საგზური მოიპოვა. მატჩის მე_11 და 63_ე წუთზე გასული ორივე გოლი მაჰრეზის ანგარიშზეა.

მან ნავასის სახლშიც გაუტანა და ალჟირელი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც ნახევარფინალში 3 გოლის ავტორია. მსაჯმა კუპერმა 68_ე წუთზე უხეშობისთვის დი მარია მოედნიდან გააძევა.

გარდა ამისა, საერთოდ ვერ ჩანდნენ ნეიმიარი და იკარდი. ყველაფერმა ამან პოჩეტინოს გუნდი მთლიანად ამოაგდო რიტმიდან. მათ კარში საერთოდ არ დაურტყამთ. მანჩესტერ_ სიტიმ კი სტამბოლის ბილეთი ჯიბეში ჩაიდო. დღეს მეორე ფინალისტის ვინაობა ჩელსი რეალის დაპირისპირებაში გამოვლინდება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი