მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ვახტანგ გომელაური “სინოფარმით”აიცრა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური დღეს სინოფარმით აიცრა. ვაქცინა მან ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში უწყების სხვა თანამშრომლებთან ერთად გაიკეთა.

მიმდინარე კვირაში მთავრობის წევრებთან ერთად ვაქცინაციის პროცესში პარლამენტის წევრებიც ჩაერთვებიან.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. დღეს ქვეყანაში აცრა სამი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი , „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“. “სინოფარმს” ამ დრომდე არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული ავტორიზაცია 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button