მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში კორონავირუსის დღიური 57 შემთხვევაა

ლაგოდეხის ,,არქიმედეს” კლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებული, ამავე ქალაქში მცხოვრები მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტს კოვიდ-კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდნენ.

ექიმების განმარტებით, იოსებ დოლენჯაშვილს ინსულტი ჰქონდა გადატანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთული იყო.

სექტემბრიდან დღემდე, რეგიონში 125 პაციენტი გარდაიცვალა.

5 მაისის დილისთვის კახეთში, კორონა ვირუსის 57 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 12 ინფიცირებულია ახმეტაში, თელავში -16, ლაგოდეხში- 13, საგარეჯოში -10, სიღნაღში -1, ხოლო ყვარელში -5.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რეგიონში ინფიცირების სულ 13 291 შემთხვევა დადასტურდა.
აქედან ყველაზე მეტი, 3061 შემთხვევა გურჯაანში, 2929 თელავში, ხოლო 1930 ლაგოდეხშია დაფიქსირებული.

დღევანდელი მდგომარეობით, მკურნალობას 705 პაციენტი გადის, მათ შორის, 584 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 121 იმყოფება კოვიდ კლინიკაში.

კახეთში კორონა ვირუსი სულ 12 462 – მა პაციენტმა დაამარცხა.

მსგავსი პოსტები

Back to top button