მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 50 წლამდე ასაკის მამაკაცი თანასოფლელმა დაჭრა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი ჭრილობები ფეხის არეში აქვს მიყენებული.
ადგილობრივების ინფორმაციით, სროლას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. კონფლიქტის რეალური მიზეზი, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტები არიან მობილიზებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button