სპორტი

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინგლისური დერბი გაიმართება

მიმდინარე სეზონზე ევროპის ჩემპიონთა ლიგის ორივე ფინალისტი ცნობილია. მეორე გადამწყვეტ ნახევარფინალურ შეხევდრაში „სტემფორდ ბრიჯზე“ ჩელსიმ რეალი მიიღო და 2:0 დაამარცხა. გოლები ინგლისელთაგან ტიმო ვერნერის და მეისონ მაუნთის ანგარიშზეა.

ამ თამაშის შემდეგ „რეალის“ ფეხბურთელები საკმაოდ გაბრაზებულები იყვნენ არამარტო წაგებით, საკუთარი ლიდერის, ედენ აზარის ქცევითაც. აზარი მატჩის დასრულების შემდეგ მიუბრუნდა თავის ყოფილ თანაგუნდელებს, მიულოცა და მათთან ერთად იზეიმა.

აზარი “რეალშინ” “ჩელსიდან” 2019 წელს 100 მლნ ევროდ გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ ლიგის ფინალური შეხვედრა სტამბოლში 29 მაისს შედგება, სადაც ერთმანეთს ინგლისური კლუბები: მანჩესტერ-სიტი და ჩელსი დაუპირისპირდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button