Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ყვარელში დაჭრის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

104

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მომხდარი დაჭრის ფაქტზე, 39 წლის მამაკაცი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა ის, ყვარლის მუნიციპალიტეტში დააკავეს და ცეცხლსასროლი იარაღი
ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაჭრილი მამაკაცი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმების განმარტებით, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი