სპორტი

გიორგი ჭიაბრიშვილი 10 – მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

თბილისის ლოკომოტივის მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჭიაბრიშვილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომისიამ მკაცრი სასჯელი დააკისრა. სპეციალისტი საკუთარ გუნდს 10 მატჩში სათადარიგო სკამიდან ვერ დაეხმარება.

ეროვნული ლიგის ჩემპიონატის მე-1ო ტურში, ლოკომოტივისა და საბურთალოს დაპირისპირების დროს, ჭიაბრიშვილმა ემოცია ვერ მოთოკა და მატჩის მთავარ მსაჯს, ალეკო აფციაურს ფიზიკურად შეეხო.

კომიტეტის გადაწყვეტილების თანახმად, ლოკომოტივის დამრიგებელი ტურნირის მეორე წრეს და მესამე წრის ნაწილს გამოტოვებს.

იმ შემთხვევაში, თუ კომისიამ სანქცია ძალაში დატოვა, შესაძლებელია ივლისის თვეშიც კი ვერ შეძლოს მან გუნდისთვის სრულფასოვანი დახმარების გაწევა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ლოკომოტივი მიმდინარე სეზონში 11 ტურის შემდეგ 15 ქულით მე-5 ადგილზეა, უახლოეს შეხვედრას კი 7 მაისს, გორის დილასთან გამართავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button