მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში “სინოფარმის” ვაქცინაზე მოთხოვნა გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში ჩინური ვაქცინით აცრის მსურველთა რიცხვი, ასტრაზენეკას ვაქცინაზე მოთხოვნას, თითქმის ოთხჯერ აღემატება.

” ვაქცინაცია ყოველდღიურად მიმდინარეობს და სინოფარმზე მოთხოვნა, სულ უფრო მზარდია. თუ ასტრაზენეკათი, მაგალითად გურჯაანში, აიცრა 30 პირი, 119- მა მოქალაქემ გაიკეთა ჩინური სინოფარმი სიღნაღში, თელავსა და დედოფლისწყაროში. ამის მიზეზი, რასაკვირველია ასაკობრივი ჯგუფების გაფართოებაცაა, მაგრამ მოსახლეობისათვის უკვე გასაგებია, რომ ვაქცინაციის გარეშე, პანდემია ვერ დამარცხდება. აცრების პერიოდში, არცერთი გვერდითი მოვლენა, ან გართულება, არ გამოვლენილა.”- განაცხადა ხიზანიშვილმა.

კახეთში “ასტრაზენეკას” წარმოების ვაქცინით აცრა, 15 მარტიდან სამედიცინო პერსონალით დაიწყო, თუმცა მედიკოსების დიდი ნაწილი, ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობდა.

“სინოფარმით” ვაქცინაციის დაწყებიდან კი თელავის, გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, შესაბამის პორტალზე ადგილები, 26 მაისამდეა დაჯავშნილი.

კაბინეტები ვაქცინაციისათვის, ახმეტის გარდა, ყველა მუნიციპალიტეტშია მოწყობილი.

დღევანდელი მდგომარეობით, რეგიონში 1074 მოქალაქეა აცრილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button