მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოში სამომავლოდ 18 წლამდე ბავშვების აცრაც იგეგმება

საქართველოში სამომავლოდ 18 წლამდე პირებიც აიცრებიან, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“ალბათ, შემოდგომამდე, სანამ კვლევებს არ განიხილავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროპის წამლის სააგენტო და ა.შ. ამაზე საუბარი ჩვენთან არ არის. თუმცა ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვების აცრის გარეშე პანდემიას კაცობრიობა ვერ დაამარცხებს. ბავშვებში მარტივად მიდის დაავადება, მაგრამ ისინი არიან გამავრცელებლები”, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button