მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანში სარეკრეაციო ზონიდან ყვავილების ნარგავები მოიპარეს

გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის მიერ გაშენებული ბაღიდან, ასამდე ძირი ნერგია დაკარგული.
კულტურის ცენტრის დირექტორის, ვალერი შოშიაშვილის განმარტებით, ქურდობის ფაქტი უკვე ორჯერ მოხდა.

“ბაღი გამწვანების სამსახურთან ერთად გავშენეთ. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4500 ლარი დაიხარჯა. თავდაპირველად 1 მაისს შემდეგ კი, 4 მაისს, ნარგავები დაიკარგა. ვფიქრობ, რომ ფაქტი ღამით მოხდა. პილიციას უკვე მივმართეთ”- განაცხადა შოშიაშვილმა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ფაქტი ადგილზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა და პოლიციის მიერ უკვე გამოკითხული პირი სავარაუდოდ, გურჯაანში ცნობილი მებაღის ოჯახის წევრია.

ბაღში, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, გამწვანება და სარწყავი სისტემის განახლება-დამონტაჟება, ბოლო 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button