მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სეტყვა ახმეტაში გურჯაანსა და საგარეჯოში

ძლიერი სეტყვა იყო კახეთის სამ მუნიციპალიტეტში. რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ვენახები და მარცვლეული კულტურა დაზიანებულია ახმეტის მუნიციპლიტეტის ოთხ სოფელში, არგოხში, ,მაღრაანში და ფიჩხოვანსა მატანში.

ადგილობრივების ინფორმაციით უამინდობა 20 წუთი გრძელდებოდა.

სტიქიამ პრობლემები შექმნა საგარეჯოშიც, ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, რის გამოც ცენტრალურ გზაზე ავტომობილებით გადაადგილება შეფერხდა.

უხვი ნალექის გამო, დაზიანებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის შიდა საუბნო გზები.

მსგავსი პოსტები

Back to top button