კახეთში მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილებს პატივი მიაგეს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/05/veteranebi-kaxeTi.jpg)
კახეთში დღეს მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილებს პატივი მიაგეს. სახელმწიფო რწმუნებული კახეთში, ირაკლი შიოშვილი თელავში, ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალთან მივიდა და ყვავილებით შეამკო.
” შვიდასი ათასი ქართველი მონაწილეობდა ისეთ ბოროტებასთან ბრძოლაში, როგორიც ფაშიზმია. ამიტომ, რა დროც არ უნდა გავიდეს, ეს ადამიანები ყოველთვის უნდა გახსოვდეს, როგორც მშვიდობისა და სიკეთისათვის მებრძოლი გმირები”- განაცხადა შიოშვილმა.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს პატივი მიაგეს გურჯაანის ცნობილი დიდების მემორიალთანაც.
კახეთის რეგიონში მცხოვრებ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს დღესვე, მუნიციპალიტეტის მერიების მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო 300 ლარი, მთავრობის საჩუქარი 1000 ლარი და საქართველოს პრეზიდენტის ნობათი, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში გადაეცემათ.
კახეთის რეგიონში, მეორე მსოფლიო ომის 15 ვეტერანია დარჩენილი.