მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

კახეთში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. ერთ მათგანს, 74 წლის ასაკის მამაკაცს, თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ.

საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალის კლინიკაში დაიღუპა, ამავე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანდაზმული ქალი.
ექიმების განმარტებით, ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, საავადმყოფოში გადაყვანისთანავე, რთული იყო.

კახეთში სექტემბრიდან დღემდე, კოვიდ- 19-ით 128 ადამიანი გარდაიცვალა.

10 მაისის დილისათვის რეგიონში კორონა ვირუსით ინფიცირების 24 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ახალი ინფიცირებულების 10 კონტაქტი სპეციალისტებმა უკვე მოიძიეს.

ამ ეტაპზე, კოვიდ-19- ის დიაგნოზით მკურნალობას 719 მოქალაქე გადის, აქედან 606 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 113 პაციენტი, კოვიდ – კლინიკაში იმყოფება.

მთლიანად რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 14000- ს აღწევს.

დღემდე კორონა ვირუსი კახეთში, 12 667-მა მოქალაქემ დაამარცხა.

მსგავსი პოსტები

Back to top button