მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მოსავლის გარეშე დარჩენილი გურჯაანელები და ხელისუფლების უარი ზარალის ანაზღაურებაზე

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან. მუნიციპალიტეტის სამი სოფელში, ძირკოკში, ჭანდარსა და ვეჯინში ზარალის დამდგენი კომისია მუშაობს.

ადგილობრივების განმარტებით, მოსავლის ძირითადი ნაწილი სრულად არის განადგურებული. მათი თქმით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ვენახებში, რომლებმაც შესაძლოა მოსავალი მომავალ წელსაც არ მოისხას.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტს სასოფლო, – სამეურნეო მიმართულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება არ შეუძლია.

” სამი სოფელი დასეტყვა, ზარალს ვითვლით, მაგრამ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ამის ანაზღაურება არ შეუძლია. საჭიროა, მოსახლეობა სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობა ისწავლოს.დზიანებულ ინფრასტრუქტურას, ადგილობრივი ბიუჯეტის შესაძლებლობა ეყოფა”- განაცხადა ხანდამაშვილმა.

შეგახსენებთ, 9 მაისს, ძლიერმა ქარმა, სეტყვამ და უხვმა ნალექმა კახეთში, ვენახები, საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა.

დაზარალებულია ახმეტის, გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები.

მსგავსი პოსტები

Back to top button