Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ავტოსაგზაო შემთხვევები კახეთში-რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა

149

ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთში. გურჯაანსა და ყვარელში რამდენიმე ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავმა, ერთ- ერთი ავტომანქანის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მიმართულების გზაზე გადავიდა.

ძლიერი შეჯახების შედეგად, ორივე ავტომობილის მძღოლმა და ორმა მგზავრმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა მძიმედ, ყვარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.სხვადასხვა სახის მძიმე მოტეხილობებით, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ის ყვარლის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ორივე ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი