მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ნიკა მელიას შეფასებით გახარია პასუხისმგებლობას გაექცა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას შეფასებით გიორგი გახარია,თანამდებობის დატოვებით, პასუხისმგებლობას გაექცა

“რა ვიცი, ბატონი გახარია სწორად როგორ მოიქცა, პრემიერ-მინისტრი სწორად როგორ იქცევა, რომელიც გაურბის პასუხისმგებლობას?!” – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციის დაწყებამდე დატოვა.მან მიზეზად, მელიას საკითხზე გუნდში უთანხმოება დაასახელა.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცების შემდეგ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პოლიციამ უკვე 23 თებერვალს, სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა. პოლიციელები იმ ოთახში, სადაც მელია იმყოფებოდა, ძალადობრივად შეიჭრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი და ენმ-ის თავმჯდომარე ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპატიმრო 10 მაისს დატოვა.

პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს 9 მაისს მიმართა.

8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.

მსგავსი პოსტები

Back to top button