მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ოპოზიციის ნაწილი ენმ-ს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
“რადგან ნიკა მელია გათავისუფლდა, ვიწყებთ საპარლამენტო საქმიანობაში სრულად მონაწილეობის მიღებას. მე ვფიქრობ რომ ეს იქნებოდა მათი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება, თუმცა ცხადია ეს არის ნაციონალური მოძრაობის მიერ მისაღები გადაწყვეტილება,” – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი სალომე სამადაშვილი.
საპარლამენტო საქმიანობაში სრულად ჩართვას შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური სპექტრი ხვალიდან გეგმავს.